logo
ENG



ხოშტარიას შეფასებით, სახდეპის ანგარიში საქართველოზე "აბსოლუტურად საგანგაშოა"

13 აპრ 202215:10
3 წუთის საკითხავი
 
ფორმულა/ვახო ქარელი

დროას ლიდერის, ელენე ხოშტარიას შეფასებით, სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში საქართველოზე "აბსოლუტურად საგანგაშოა".

დღეს გამართულ ბრიფინგზე მან თქვა, რომ "ამ დოკუმენტში აღწერილია მთელი ჩვენი დემოკრატიული დეგრადაციის პროცესი". '

"ის, რასაც ჩვენ ვხვდებით ამ დოკუმენტში, არის აბსოლუტურად საგანგაშო იმიტომ, რომ დემოკრატიის ყველა კომპონენტში ჩვენ გვაქვს უმძიმესი შეფასებები, ეს ჩვენთვის ახალი არ არის, ყველა ამ საკითხს საზოგადოება წლების განმავლობაში აპროტესტებდა, მაგრამ დღეს ეს ერთად არის თავმოყრილი, როგორც ჩვენი მთავარი სტრატეგიული პარტნიორის შეფასება", - თქვა ხოშტარიამ.

როგორც მან აღნიშნა, დოკუმენტში აღწერილი პრობლემები საფრთხეს უქმნის ქვეყნის ევროატლანტიკურ მომავალს.

"ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ მათ შორის იმ კითხვარის შინაარსია მოყვანილი ამ დოკუმენტში, რომელიც განსაზღვრავს ევროკავშირში ჩვენს პერსპექტივას. უნდა გვესმოდეს, რომ ასეთი მთავრობის პირობებში ჩვენი ევროატლანტიკური პერსპექტივა არის საფრთხის ქვეშ. შესაბამისად, ჩვენ უნდა გამოვიტანოთ დასკვნები, თუ რა დგას დღეს სასწორზე. რომ ის დემოკრატიული და ადამიანის უფლების დარღვევის პრობლემები არის ძალიან დიდი შეფერხება და ძალიან დიდი საფრთხე ჩვენი ევროატლანიკური მომავლისთვის",- ამბობს ხოშტარია.

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენმა 2021 წელს ადამიანის უფლებების მდგომარეობის შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა.

საქართველოს შესახებ ანგარიშში განხილული ძირითადი საკითხები:


close დახურვა